logo_geo
„ფეისბუქი“ პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების გვერდების უსაფრთხოებას აძლიერებს
- +

8 ნოემბერი. 2019. 16:26

 

„ფეისბუქი“ პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების გვერდების დასაცავად სპეციალურ პროგრამას უშვებს.

 

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პროგრამის საშუალებით სოციალური ქსელის ადმინისტრატორები კონკრეტული გვერდის გატეხვის მცდელობის დროს თავდამსხმელების გამოაშკარავებას გაცილებით მარტივად შეძლებენ.

 

სოციალური ქსელის პროგრამა სახელად „ფეისბუქ ფროთექთი“ ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას, მათ შორის აშშ-ის ფედერალურ და სახელმწიფო დეპარტამენტებს, პარტიულ კომიტეტებს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ პოლიტიკურ პირებს, მათი „ფეისბუქის“ გვერდების ბუღალტრული ჩანაწერების დაცვას და პოტენციური თავდასხმების გაცილებით მარტივად გამოვლენას სთავაზობს. აღნიშნული პროგრამა „ფეისბუქთან“ ერთად „ინსტაგრამზეც“ გავრცელდება.

 

„ჩვენ გამუდმებით ვეძებთ საშუალებებს იმისთვის, რომ არაკეთილსინდისიერ მოთამაშეებზე ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ჩვენ ყველა ასეთი არაკეთილსინდისიერი მოთამაშე ვერ დავიჭიროთ, ეს პროგრამა მაინც წინ გადადგმულ რამდენიმე ნაბიჯს წარმოადგენს“, – აღნიშნულია კომპანია „ფეისბუქის“ ოფიციალურ განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი