logo_geo
ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა
- +

8 ნოემბერი. 2019. 17:10

 

 

ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღიარა.

 

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა თეოდორე მეორემ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე ლოცვაში მოიხსენია.

 

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წევრებმაც.

 

მანამდე უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღიარეს კონსტანტინოპოლისა და ელადის ეკლესიებმა, რის გამოც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჯერ კონსტანტინოპოლთან, შემდეგ კი ელადის ეკლესიის არქიეპისკოპოს იერონიმე მეორესთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

 

big_banner
არქივი