logo_geo
მაიკ პომპეო: დღეს რუსეთს „კაგებეს“ ყოფილი ოფიცერი მართავს, რომელიც მეზობელ ქვეყნებში იჭრება
- +

8 ნოემბერი. 2019. 17:32

 

„დღეს რუსეთს „კაგებეს“ ყოფილი ოფიცერი მართავს, რომელიც მეზობელ ქვეყნებში იჭრება და ოპონენტებს კლავს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა.

 

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეგვეძლო, ალიანსებისა და სამხედროებისკენ რესურსები აღარ მიგვემართა, ანუ იმ ყველაფრისკენ, რითაც ჩვენ თავისუფლებას ვიცავდით, სამწუხაროდ, შევცდით. ჩ ვენ შევცდით და ვერ განვსაზღვრეთ ის კურსი, რომელიც ბევრმა სახელმწიფომ აირჩია. დღეს რუსეთს მართავს „კაგებეს“ ყოფილი ოფიცერი, რომელიც მეზობელ ქვეყნებში იჭრება და ოპონენტებს კლავს.

 

რუსეთი ეწინააღმდეგება და ავიწროებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას. რუსეთის მთავრობის წევრები ამ წუთებშიც კი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, პოლიციურ რეიდებს ატარებს და აწამებს ყირიმელ თათრებს და უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან“, – განაცხადა პომპეომ.

 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ აშშ-ს არ სურს, ევროპა რუსეთის ენერგორესურსებზე იყოს დამოკიდებული. ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დასავლეთის თავისუფალი ქვეყნების სიძლიერე ერთობაშია.

 

„სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპი ითხოვს ზეწოლის გაზრდას ირანის რეჟიმზე, რომ ის მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდეს. ირანმა უნდა გააკეთოს მარტივი რამ, ის უნდა მოიქცეს როგორც ნორმალური სახელმწიფო“, – განაცხადა პომპეომ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი