logo_geo
მაიკ პომპეო: „კაგებეს“ ყოფილი ოფიცრის მიერ მართული რუსეთი მეზობლებს იპყრობს
- +

9 ნოემბერი. 2019. 11:08

 

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მაიკ პომპეო ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავთან მიძღვნილ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.

 

ბერლინის კედელთან სიტყვით გამოსვლისას, პომპეომ იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც ევროპა დგას. მან, რუსეთზე, როგორც საფრთხეზე, ისაუბრა.

 

„დღეს რუსეთი, რომელსაც ყოფილი „კაგებეს“ ოფიცერი მართავს, მის მეზობლებს იპყრობს და ოპონენტებს ანადგურებს“, - განაცხადა პომპეომ.

 

მაიკ პომპეომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს, ევროპა დამოკიდებული იყოს რუსეთის ენერგორესურსებზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი