logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთი სირიას არ დატოვებს, ვიდრე ყველა ქვეყანა რეგიონიდან არ გავა
- +

9 ნოემბერი. 2019. 12:33

 

„თურქეთი სირიას არ დატოვებს, ვიდრე ყველა ქვეყანა რეგიონიდან არ გავა“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა არ შეწყვეტს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ოპერაციის განხორციელებას მანამ, სანამ ქურთი მეომრები ტერიტორიებს არ დატოვებენ.

 

„ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე უკანასკნელი ტერორისტიც არ დატოვებს რეგიონს და აქ ვიქნებით მანამ, სანამ სხვა ყველა ქვეყანა არ გავა“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციები ოქტომბერში დაიწყო 120-კილომეტრიანი ზოლის ქურთი მებრძოლებისგან გაწმენდის მიზნით.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი