logo_geo
ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, ევაკუირებულია ათასობითა ადამიანი
- +

10 ნოემბერი. 2019. 10:29

 

ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაკარგულია ოთხი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ქუინსლენდსა და ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძარს ამ ეტაპზე 1300 მეხანძრე ებრძვის, თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ სტიქიასთან ბრძოლაში შესაძლოა სამხედროებიც ჩაერთონ.

 

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მსხვერპლი კიდევ გაიზრდება, ვინაიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება დაკარგულების პოვნა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია 150-ზე მეტი სახლი. ათასობით ადამიანს კი საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. ბოლო ინფორმაციით, ხანძრის 100-ზე მეტი კერა არსებობს. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი და სიცხე უწყობს ხელს.

 

ერთ-ერთ ტერიტორიაზე, სადაც 2,000 ჰექტარი ბუჩქნარი გადაიწვა, კოალების თავშესაფარი მდებარეობდა. ავსტრალიის კოალას დაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია ასობით ცხოველი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი