logo_geo
ბოლივიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სახელმწოფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს
- +

10 ნოემბერი. 2019. 11:52

 

 

ბოლივიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ევო მორალესის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას აპროტესტებენ, სახელმწოფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს. ისინი სახელმწიფო ტელევიზიის Bolivia TV-ისა და რადიოსადგურ Red Patria Neuva-ს ოფისებში შეიჭრნენ.

 

ბოლივიის შეირაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, ისინი საპროტესტო აქციების დაშლაში მონაწილეობას არ მიიღებენ და საკუთარ ხალხს არ დაუპირისპირდებიან. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის 3 დიდ ქალაქში პოლიცია აქტივისტების მხარეს გადავიდა. ათობით სამართალდამცავმა აქტივისტებს ხელი ჩამოართვა და დემონსტრაციას შეუერთდა.

 

პარალელურად კი, ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა ოპოზიციას ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლივიაში საპროტესტო აქციები უკვე 3 კვირაა მიმდინარეობს. ქვეყანაში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიამ ევო მორალესი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი