logo_geo
სომხეთის პარლამენტის შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა
- +

10 ნოემბერი. 2019. 14:33

 

 

სომხეთის პარლამენტის შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. თავდაპირველად ხანძარი სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს შენობის გვერდით მდებარე ხის სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი ეროვნული ასამბლეის სახურავზეც გავრცელდა.

 

ხანძრის ჩაქრობას 15-მდე სახანძრო ეკიპაჟი 2 საათის განმავლობაში ცდილობდა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელს სახლში მყოფი 70 წლის მამაკაცი მძიმე დაშავდა, ის მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი