logo_geo
ჰილარი კლინტონი 2020 საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
- +

13 ნოემბერი. 2019. 10:55

 

ჰილარი კლინტონის განცხადებით, ის „უზარმაზარ ზეწოლას“ განიცდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნებში დაუპირისპირდეს.

 

„ბიბისისთან“ ინტერვიუში „დემოკრატების“ ყოფილი კანდიდატი, არჩევნებში მონაწილებას არ გამორიცხავს და აცხადებს: „არასდროს თქვა არასდროს“.

 

„რა თქმა უნდა, ამაზე სულ ვფიქრობ, თუ როგორი პრეზიდენტი ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი სხვაგვარად. რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, მას მოუწევს იმ ყველაფრის აღდგენა, რაც უკვე დაინგრა“,-აცხადებს კლინტონი.

 

შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებისთვის, „დემოკრატების“ მხრიდან სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატად 17 პირი სახელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი