logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ტერორისტებს უმოწყალოდ დაარტყამს
- +

13 ნოემბერი. 2019. 15:48

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორში მოქმედ დაჯგუფებებს აფრთხილებს, რომ ისრაელი „უმოწყალოდ დაარტყამს“.

 

„ჩვენ ვაგრძელებთ თავდასხმას „ისლამურ ჯიჰადზე“ მას შემდეგ, რაც მისი მეთაურის ლიკვიდაცია მოვახდინეთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ მთავრობის საგანგებო სხდომაზე.

 

„ის პასუხისმგებელი იყო ტერორისტულ თავდასხმებზე და გეგმავდა, უფრო მეტი თავდასხმა განეხორციელებინა უახლოეს დღეებში“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ორი დღის მანძილზე სულ ცოტა, 250 რაკეტა გაისროლეს.

 

„უმჯობესია, „ისლამურმა ჯიჰადმა“ შეიგნოს, რომ მათ უმოწყალოდ დავარტამთ. ჩვენ თავის დასაცავად ვიბრძოლებთ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ მათი დარტყმები დაგვასუსტებს, ძალიან ცდებიან. მათ ერთი არჩევანი აქვთ - ან გაჩერდნენ, ან უფრო მეტ დარტყმას მიიღებენ. ეს მათი არჩევანია“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ნაფტალ ბენეტმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი ტერორისტი, რომელიც დარტყმას მიაყენებს ისრაელს დღისით, ღამეს ვერ გადაურჩება“.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი