logo_geo
ბოლივიის გარდამავალმა მთავრობამ ფიცი დადო
- +

14 ნოემბერი. 2019. 10:49

 

 

ბოლივიის გარდამავალმა მთავრობამ ფიცი დადო. ქვეყნიდან ევო მორალესის გაქცევის შემდეგ დროებითი პრეზიდენტი სენატის ვიცე-პრეზიდენტი ჟანი ანიესი გახდა. ჟანი ანიესმა მინისტრთა კაბინეტში 11 მინისტრი შეცვალა, მათ შორის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები.

 

ევო მორალესმა ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობა 14-წლიანი მმართველობის შემდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის ფონზე დატოვა. ის მექსიკაში გაიქცა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მას არჩევნების გაყალბებასა და კორუფციაში ადანაშაულებდნენ.

 

ამავე დროს, ევო მორალესის გადადგომის შემდეგ დედაქალაქ ლა-პასის ქუჩებში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები გამოვიდნენ. ისინი დროებითი პრეზიდენტის დანიშვნას უკანონოდ მიიჩნევენ, რადგან, მათი თქმით, მორალესის გადადგომა კონგრესს არ დაუმტკიცებია. ბოლივიის დედაქალაქში ევო მორალესის მომხრეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, თავის მხრივ უსაფრთხოების ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

 

ბოლივიის დროებით პრეზიდენტი ჟანი ანიესი აცხადებს, რომ მის მთავარ ამოცანას, არჩევნების რაც შეიძლება მალე ჩატარება წარმოადგენს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი