logo_geo
„ფეისბუქმა“ 2019 წლის აპრილიდან სექტემბრამდე 3,2 მილიარდი ყალბი გვერდი წაშალა
- +

14 ნოემბერი. 2019. 12:12

 

 

ამერიკულმა კომპანია „ფეისბუქმა“ 2019 წლის აპრილიდან სექტემბრამდე 3,2 მილიარდი ყალბი გვერდი წაშალა. ამის შესახებ ნათქვამია „ფეისბუქის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

 

„ბოლო ორი კვარტალის განმავლობაში ჩვენ უფრო ეფექტიანად ვავლენთ და ვებრძვით ყალბი, შეცდომაში შემყვანი ანგარიშების შექმნას“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

დოკუმენტის თანახმად, „ფეისბუქის“ თანამშრომლების მიერ ყოველდღიურად ხდება ყალბი ანგარიშების შექმნის მილიონობით მცდელობის აღკვეთა.

 

შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ დაახლოებით, 1,54 მილიონი ყალბი ანგარიში წაშალა, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მიმდინარე წელს.

 

ამას გარდა, ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდში სოციალური ქსელიდან წაიშალა ძალადობასთან დაკავშირებული 54,5 მილიონი პოსტი, ტერორისტული დაჯგუფების პროპაგანდის შემცველი 11,1 მილიონი პოსტი, ეროვნული, ეთნიკური და რასობრივი სიძულვილის გაღვივებისკენ მიმართული 11,4 მილიონი პოსტი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი