logo_geo
დონალდ ტუსკი საფრანგეთის პრეზიდენტს: რუსეთი არის ევროპის სტრატეგიული პრობლემა, მე ვერ გადამარწმუნებ, ემანუელ!
- +

14 ნოემბერი. 2019. 13:38

 

ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, დღეს რუსეთი ევროპის „სტრატეგიული პრობლემაა“.

 

მისივე თქმით, რუსეთის ლიდერის სტრატეგიული მიზანი არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენაა, არამედ მისი მიზანია „სისტემატურად დაასუსტოს ევროკავშირი შიდა განხეთქილებების პროვოცირებით“.

 

„მე მიწევს საჯაროდ შევახსენო ყველას, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მეგობარი კი არა, სტრატეგიული პრობლემაა... რაც მაკრონის განცხადება გავიგე, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოზიციებს რუსეთთან მიმართებაში, ერთი რამის თქმა შემიძლია, იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება ევროპის სუვერენიტეტის შესახებ ჩვენი ოცნებების დაზარალების ფონზე“, -განაცხადა ტუსკმა.

 

მისივე თქმით, ემანუელ მაკრონი მის გადარწმუნებას ვერ შეძლებს.

 

„პრეზიდენტმა მაკრონმა ისიც თქვა, რომ იზიარებს ვიქტორ ორბანის შეხედულებას, რომ პოლონელები უნდა დარწმუნდნენ, შეცვალონ პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. მე ვერ გადამარწმუნებ, ემანუელ!“ - განაცხადა ტუსკმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი