logo_geo
ვენეციაში წყლის ახალ ტალღას ებრძვიან – ქალაქის 70% წყლით დაიფარა
- +

17 ნოემბერი. 2019. 10:50

 

ვენეციაში წყლის ახალ ტალღას ებრძვიან, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით წყლის დონემ 1,54 მეტრს მიაღწია.

 

ქალაქის წმინდა მარკოზის სახელობის ცენტრალური მოედანი დატბორილია და ტურისტებისთვის არის დაკეტილი.

 

მაღაზიები და სასტუმროების პირველი სართულები ასევე წყლით არის დაფარული. ქალაქის 70% წყლით დაიფარა.

 

წყლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, დაკეტილია სკოლები.

 

14 ნოემბერს იტალიის მთავრობამ ვენეციაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 20 მლნ ევრო გამოყო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი