logo_geo
გაერო: ბოლივიაში სიტუაცია, შესაძლოა, უკონტროლო გახდეს
- +

17 ნოემბერი. 2019. 11:25

 

 

​გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე აცხადებს, რომ ბოლივიაში სიტუაცია, შესაძლოა, უკონტროლო გახდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

„შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ ბოლივიაში სიტუაცია, შესაძლოა, უკონტროლო გახდეს, თუკი ხელისუფლება მასთან გამკლავებას ვერ შეძლებს“, - განაცხადა მიშელ ბაშელემ.

 

გუშინ, გადამდგარ პრეზიდენტ ევო მორალესის მომხრე კოკას ფერმერებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა ასამდე ადამიანი.

 

ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისიის ინფორმაციით, კრიზისის დაწყებიდან დღემდე ბოლივიაში დაღუპულია 23 და დაშავებულია 715 ადამიანი.

 

ბოლივიის დროებით პრეზიდენტი ჯენინ ანეზი ევო მორალესს ძალადობის ქვეყნის ფარგლებს გარედან წახალისებაში ადანაშაულებს. ანეზის თქმით, საპროტესტო ტალღის შეჩერების მიზნით მის მთავრობას ოპოზიციასთან დიალოგი და არჩევნების გამართვა სურს.

 

შეგახსენებთ, ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ, ქვეყანაში მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა და თავშესაფარი მექსიკაში მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი