logo_geo
პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება
- +

17 ნოემბერი. 2019. 12:07

 

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრებმა აქციების დაწყებიდან 1 წლის გასვლასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს. აქტივისტების ნაწილმა პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა და ერთ-ერთი ბანკის შენობა დააზიანა.

 

მოგვიანებით, აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 100-ზე მეტი დემონსტრანტი. შეგახსენებთ, რომ პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები 1 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით კი მათი ლოზუნგები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მთავრობის გადგომის მოთხოვნით შეიცვალა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი