logo_geo
პარიზში „ყვითელჟილეტიანების“ წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
- +

17 ნოემბერი. 2019. 17:31

 

პარიზის ქუჩებში შეტაკებები და არეულობაა. „ყვითელჟილეტიანებმა“ ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანეს, მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს და გზების გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია აქციის 24 მონაწილე.

 

დემონსტრანტები ეკონომიკური რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

 

მოსალოდნელი აქციის გამო პარიზის პოლიცია დილიდანვე მობილიზებული იყო. შანზ-ელიზეს გამზირზე მძიმე ტექნიკა და შეიარაღებული სამართალდამცველები გამოჩნდნენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი