logo_geo
შოპოჰოლიზმი შესაძოა ფსიქიკურ აშლილობად გამოცხადდეს
- +

17 ნოემბერი. 2019. 21:03

 

ჰანოვერის მედიცინის სკოლის სპეციალისტები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიკები ფსიქიურად არამდგრადებად ცნონ. რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ონლაინშესყიდვებზე, რაც მათი ფსიქიკის აშლილობაზე მიანიშნებს, წერს The Times. 

 

კვლევის ჩატარების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მათთვის არასაჭირო ნივთებს ყიდულობენ და ამის გამო, ფინანსური პრობლემები ექმნებათ. მკვლევარების განცხადებით, ეს ადამიანები თავს ვერ აკონტროლებენ და მაღაზიები შოპოჰოლიზმით დაავადებული ადამიანების ხარჯზე მდიდრდებიან.

 

კვლევამ აჩვენა, რომ შესყიდვებზე უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან ახალგაზრდები. სპეციალისტები ამბობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სრულწლოვნების 5%-ია დაავადებული ონლაინშოპინგით. ამიტომ ექიმები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიზმი ფსიქიკურ აშლილობად აღიარონ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი