logo_geo
თურქეთში 133 სამხედროს დაკავების ორდერი გაიცა
- +

19 ნოემბერი. 2019. 11:22

თურქეთში 133 სამხედრო პირის დაკავების ორდერი გასცეს. ისინი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

 

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პოლიციის რეიდი იზმირის პროვინციაში ჩატარდა.

 

სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან სამი წლის შემდეგ, დაკავებულია 77 ათასი ადამიანი, 150 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე კი სამსახურებიდან გაათავისუფლეს, რის გამოც, ანკარას საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად აკრიტიკებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი