logo_geo
გერმანელი ბავშვების მიერ, უვე ბერკემერის დირიჟორობით შესრულებული "ჭრელო პეპელა" (ვიდეო)
- +

19 ნოემბერი. 2019. 20:18

 

გერმანიის ქალაქ იბბენბიურენის ტაძარში, გერმანელმა ბავშვებმა, კამერული ორკესტრის თანხმებითა და კომპოზიტორ უვე ბერკემერის დირიჟორიბით ქართული სიმღერა "ჭრელო პეპელა" შეასრულეს.

 

ვიდეოს სოციალურ ქსელში, გერმანელი კომპოზიტორის ქართველი მეუღლე, მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე ავრცელებს.

 

"მარტო აი, ამ დაუვიწყარი სილამაზისთვის და არაჩვეულებრივი ჟღერადობისთვის ეკუთვნის ჩემს ძვირფას მეუღლეს, უვე ბერკემერს მადლობა ქართველების მხრიდან. სწორედ მისი დამსახურებაა, ორ უმნიშვნელოვანეს კონცერტზე, კავკასიურ კამერულ ორკესტრთან ერთად 100 (მთლიანობაში 200) გერმანელი მოზარდისა და ახალგაზრდების მიერ აჟღერებული ქართული ჰანგები", - წერს იგი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი