logo_geo
ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი გაიმართება
- +

20 ნოემბერი. 2019. 11:00

 

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში შეხვდებიან. მინისტერიალის მთავარი თემა ლონდონში 4-5 დეკემბერს დაგეგმილი ლიდერების შეხვედრისთვის მზადებაა. როგორც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მიუხედავად ალიანსის შიგნით არსებული უთანხმოებისა, NATO ბოლო 70 წლის განმავლობაში გაძლიერდა და ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი უსაფრთხოებას იცავს.

 

როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე NATO-ს მოკავშირეები ჰაერთან, ხმელეთთან და ზღვასთან ერთად, NATO-ს ოპერაციულ სფეროდ კოსმოსსაც დაასახელებენ. ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, NATO კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს.

 

მინისტრები ასევე განიხილავენ NATO-ს როლს ტერორიზმთან ბრძოლაში. ალიანსის მიდგომას რუსეთის მიმართ, ჩინეთის აღზევების საკითხს, ენერგოუსაფრთხოებასა და შეიარაღების კონტროლის მომავალს.

 

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, NATO არის ერთადერთი ფორუმი, რომელიც ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას აერთიანებს და სტრატეგიული უსაფრთხოების გამოწვევებზე პასუხის გაცემა შეუძლია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი