logo_geo
ავსტრალიაში ხანძრებს 6 ადამიანი ემსხვერპლა
- +

20 ნოემბერი. 2019. 11:42

 

ავსტრალიაში ძლიერ ხანძრებს კიდევ ვერ აქრობენ. მედიის ცნობით, ხანძრის გავრცელებას ქარი უწყობს ხელს.

 

ხანძარს ქვეყნის მასშტაბით, 6 ადამიანი ემსხვერპლა. დანგრეულია 500-ზე მეტი სახლი. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში 100-ზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. 100 000-ზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

 

ძლიერი კვამლი სიდნეიშიც იგრძნობა, სადაც 50-ზე მეტ ადამიანს ასთმური და სუნთქვითი პრობლემების გამო, სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

 

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი