logo_geo
მსოფლიო პატრიარქის სახლში მძარცველები შეიჭრნენ
- +

21 ნოემბერი. 2019. 00:08

 

 

სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლში, სამი ნიღბიანი მძარცველი შეიჭრა.   სახლში მხოლოდ მოახლე ქალი იმყოფებოდა.

როგორც ბერძნული მედია იტყობინება  ინციდენტი 16 ნოემბერს მოხდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც გამოძიება დაიწყო. როგორც გაირკვა, მძარცველებს არაფერი წაუღიათ.

 

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლი სტამბოლის დაცულ რაიონში მდებარეობს. უცნობია, როგორ შეძლეს მძარცველებმა სახლში ისე შეღწევა, რომ ისინი დაცვის სამსახურს არ შეუმჩნევია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი