logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთმა არ დაუშვა ახალი ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბება
- +

23 ნოემბერი. 2019. 15:10

 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა არ დაუშვა, რომ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე ახალი ტერორისტული სახელმწიფო ჩამოყალიბებულიყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა იზმირის პროვინციაში გამართული კონფერენციის დროს განაცხადა.

 

„მათ სურდათ ჩამოეყალიბებინათ ტერორისტული სახელმწიფო ჩრდილოეთ სირიაში, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მივეცით“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

მისივე თქმით, თურქეთმა რეგიონში აღმოაჩინა საცავები, რომელშიც იმდენი იარაღია, დაახლოებით 32 000-33 000 სატვირთო რომ დაიტევს.

 

„ჩვენ ახლა მათ ამოღებას ვახდენთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

თურქეთმა, სირიის ჩრდილო - აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო. ანკარას ევფრატის მდინარის აღმოსავლეთით ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნა სურს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი