logo_geo
კენიაში მეწყერს 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვია
- +

24 ნოემბერი. 2019. 11:39

 

კენიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეწყერს სულ მცირე 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

სტიქია, რომელიც გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია, შუაღამით გაძლიერდა, ოთხი ხიდი წალეკა და სოფელ მუინოსთან მისასვლელი გზაც ჩაკეტა. აღნიშნული სოფელი სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ადგილობრივი გუბერნატორის ჯონ ლონიანგაპიუს თქმით, არსებობს მთელი სოფლის განადგურების საშიშროება.

 

კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სამაშველო ოპერაციებში არმია და პოლიციაცაა ჩართული.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი