logo_geo
იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში, რომის პაპმა ბირთვული იარაღის საფრთხეზე ისაუბრა
- +

24 ნოემბერი. 2019. 13:56

 

 

იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში, რომის პაპმა ბირთვული იარაღის საფრთხეზე ისაუბრა. პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ნაგასაკი გახდა ბირთვული თავდასხმის კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგების და გარემოზე ზემოქმედების მოწმე.

 

რომის პაპმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ იარაღს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე საფრთხეებისგან მოსახლეობის დაცვა არ შეუძლია.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაგასაკიში ატომურ დაბომბვას 27 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ნაგასაკის შემდეგ, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი ჰიროშიმაში ჩავა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ატომური დაბომბვის სამიზნე პირველად გახდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი