logo_geo
კონგოში ავიაკატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა
- +

24 ნოემბერი. 2019. 15:56

 

 

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შემთხვევა კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გომაში მოხდა.

 

მცირე ზომის თვითმფრინავი ადგილობრივ კომპანია Busy Bee-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავი კონგოს ქალაქ ბენისკენ მიფრინავდა, რა დროსაც ერთ-ერთ სახლს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიაკატასტროფას თვითმფრინავის თექვსმეტივე მგზავრი და 2 პილოტი ემსხვერპლა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი