logo_geo
საფრანგეთში წყალდიდობას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

25 ნოემბერი. 2019. 11:20

 

„საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ წყალდიდობას სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი სტიქიის ზონაში დაზარალებულებთან და მაშველებთან შესახვედრად გაემგზავრა.

 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც ასობით სახლი დაიტბორა. წყალდიდობის გამო, საფრანგეთის ზღვისპირა ალპების რეგიონში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის რამდენიმე ქალაქის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვებისა და უსაფრთხო ზონაში გადასვლისკენ მოუწოდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი