logo_geo
ალბანეთში მიწისძვრას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
- +

26 ნოემბერი. 2019. 14:15

 

 

ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, ალბანეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 7 ადამიანი ემსხვერპლა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გადასარჩენად.

 

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათზე ალბანეთში მიწისძვრა მოხდა, რომელიც 6,4 მაგნიტუდას შეადგენდა. დანგრეულია შენობები, დაშავებულია ასობით ადამიანი.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი ტირანადან დასავლეთით, 30 კილომეტრში დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა ბალკანეთის ქვეყნებსა და სამხრეთ იტალიაშიც.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი