logo_geo
ანგელა მერკელი: ამ ეტაპზე ევროპა თავს მარტო ვერ დაიცავს
- +

27 ნოემბერი. 2019. 17:24

 

„NATO დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცივი ომის დროს“, -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს ბუნდესტაგში განაცხადა. NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროპა, ამ ეტაპზე, თავს მარტო ვერ დაიცავს და მას ალიანსი სჭირდება.

 

„NATO-ს შენარჩუნება დღეს ჩვენსავე ინტერესშია“,- განაცხადა მერკელმა. მისივე თქმით, გერმანიამ ალიანსის ხარჯები 1,18%-ით გაზარდა. მისი თქმით, 2030 წლისთვის, ქვეყანა NATO-სთვის ხარჯებს 2%-ით გაზრდის.

 

NATO-ს ლონდონის სამიტი მომავალ კვირაში, ბრიტანეთის დედაქალაქში გაიმართება. სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი შეხვედრებს გამართავენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი