logo_geo
ტექსასში ქიმიური საწარმოს აფეთქების შედეგად 60 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა
- +

28 ნოემბერი. 2019. 11:17

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტექსასის შტატში ქიმიურ საწარმოში ძლიერი აფეთქებები მოხდა. აფეთქებები რამდენიმე საათის ინტერვალით დაფიქსირდა.

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება გასცა. საევაკუაციო ზოლში 6,4 კილომეტრის რადიუსი მოექცა, საიდანაც დაახლოებით 60 000 ადამიანს მოუწია სახლის დატოვება.

 

ოფიციალური პირების ცნობით, ისინი დარწმუნებულნი არ არიან, შეძლებენ თუ არა ევაკუირებული ადამიანები სახლებში დაბრუნებას. ისინი ზარალის ოდენობაზე

ჯერჯერობით ვერ საუბრობენ. მათი ცნობით, მომხდარის მიზეზებიც ამ დროისთვის უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი