logo_geo
ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყეებში ცეცხლის გაჩენაში ადანაშაულებს
- +

30 ნოემბერი. 2019. 12:42

 

 

 

ბრაზილიის პრეზიდენტის ჯეირ ბოლსონაროს თქმით, ჰოლივუდის მსახიობი და გარემოდამცველი აქტივისტი, ლეონარდო დიკაპრიო აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაზონის ტყეებში ხანძრის გაჩენენაში არიან დამნაშავე.

 

მისი განცხადებით, დიკაპრიოს მიერ დაფინანსებული მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი მოხალისე მეხანძრეებს ფულს უხდიდა, რომ ამაზონის ტყეებში არსებულ ვითარებაზე სურათები გადმოეგზავნათ. ბოლსონაროს განცხადებით, მეხანძრეები ცეცხლს აჩენდნენ, რომ დაფინანსება მოეპოვებინათ.

 

„მაგარი ბიჭია ხომ დიკაპრიო? ასე არა? მან ფული ამაზონისთვის ცეცხლის წაკიდებაში გადაიხადა“, - განაცხადა ბოლსონერომ.

 

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გარემოსდამცველი ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ბრაზილიის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების პოლიტიკითაა დაკავებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი