logo_geo
ნიგერიული საფეხბურთო კლუბის ავტობუსზე თავდასხმისას ექვსი ადამიანი დაიჭრა
- +

30 ნოემბერი. 2019. 20:58

 

ექვსი ადამიანი დაიჭრა ნიგერიაში ფეხბურთელების ავტობუსზე თავდასხმის შედეგად.

 

ნიგერიის პრემიერლიგის კლუბი „იფეანი უბა” „ჯიგავა გოლდენ სტარის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მიემგზავრებოდა, როცა ავტობუსს უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა. ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიიღეს მძღოლმა და კიდევ ხუთმა ადამიანმა ფეხბურთელებიდან და სამწვრთნელო შტაბის წევრებიდან.

 

„იფეანი უბა“ ქალაქ ონიტშიდან კანოში მიემგზავრებოდა. ფეხბურთელებს 822 კილომეტრი უნდა დაეფარათ. აფრიკული გუნდებისთვის საკლუბო ავტობუსებით სახიფათო გზებზე ასეთი მანძილების დაფარვა ჩვეულებრივი ამბავია.

 

„ამ მომენტისთვის, დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. გვინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლოთ და მივმართოთ ფედერალურ მთავრობას, აგრეთვე, საფეხბურთო ორგანიზაციებს, რათა მათ მიიღონ ზომები გუნდების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ საავტომობილო გზებით დიდი მანძილის დაფარვა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

 

ამგვარი თავდასხმები და ავარიები – ხშირია ნიგერიული გუნდებისთვის. წინა შეტევა იმავე გზაზე მოხდა – ქვეყნის ექს-ჩემპიონის „კანო პილარსის“ ხუთი მოთამაშე დაიჭრა სროლის შედეგად.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი