logo_geo
ერაყში ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები განახლდა
- +

30 ნოემბერი. 2019. 22:40

 

 

ერაყში ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ აქციის მონაწილეებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საბურავები დაწვეს და პოლიციის შენობას ალყა შემოარტყეს.

 

„როიტერის“ ცნობით, ერაყის პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები რეფორმების გატარებას ითხოვენ.

 

ერაყში დემონსტრაციები და მასთან ერთად მასშტაბური არეულობა უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. აქტივისტები კორუფციის, უმუშევრობისა და ქვეყანაში არსებული სოციალური პირობების წინააღმდეგ გამოდიან. თუმცა საპროტესტო აქციები ხშირ შემთხვევაში, არეულობით სრულდება.

 

სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 400-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ დაღუპულების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუიარაღებელი დემონსტრანტები იყვნენ. დასავლური მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები დემონსტრანტების დასაშლელად ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი