logo_geo
ლეონარდო დი კაპრიო ბრაზილიის პრეზიდენტს პასუხობს
- +

1 დეკემბერი. 2019. 13:53

 

ლეონარდო დი კაპრიომ ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ბრალდება უარყო, რომლის თანახმადაც, მის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამაზონის ჯუნგლებში ხანძარი ხელოვნურად გააჩინა.

 

დი კაპრიომ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ბრაზილიელ ხალხს და ყველაფერს გააკეთებს ამაზონის ტროპიკული ტყეების გადასარჩენად.

 

ბოლსონარუს თქმით, დი კაპრიოს საქველმოქმედო ორგანიზაციამ თანხა „მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდს“ გადაურიცხა, რომელიც თავის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს.

 

25 ნოემბერს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, პარას შტატში ნაკრძალში ცეცხლი განგებ გააჩაღეს, რათა ხანძრის კერების ამსახველი ფოტოები გადაეღოთ და ფონდისთვის გაეგზავნათ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი