logo_geo
რუსეთში მგზავრებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა - დაღუპულია 15 ადამიანი
- +

1 დეკემბერი. 2019. 14:50

 

რუსეთში, ტრანსბაიკალის რეგიონში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 15 და დაშავდა 18 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.

 

უბედური შემთხვევა ერთ-ერთ ხიდზე მოხდა, როდესაც სრეტენსკიდან ციტასკენ მოძრავმა ავტობუსმა მართვა დაკარგა და მდინარეში გადავარდა.

 

ავტობუსში სულ 43 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი საბურავის გასკდომა გახდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი