logo_geo
ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკა ჭადრაკის ოფიციალურ ჰიმნად გამოცხადდა
- +

2 დეკემბერი. 2019. 02:19

 

ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის მიერ დაწერილი მუსიკა ევროპის საბჭომ ჭადრაკის, სპორტის ამ ისტორიული სახეობის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად დაამტკიცა.

 

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰიმნის დაწერა მომიწევდა… 2017 წელს ჭადრაკის ევროპის საბჭომ ჩემი მუსიკა დაამტკიცა სპორტის ამ ისტორიული სახეობის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად, დღეს კი ჩემს თვალწინ ამ მუსიკის შესრულებისას მონაკოში ფეხზე იდგნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები (მათ შორის იუდიტ პოლგარი, გარი კასპაროვი, ჩვენი უდიდესი ქალბატონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, ჩემპიონები, დიდოსტატები, არბიტრები, მონაკოს სამეფო ოჯახის, მთავრობისა და შემოქმედებითი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები)…

 

უჰ, რა მაგარი შეგრძნება ყოფილა!!!

 

დიდი მადლობა ჩემო უძვირფასესო ზურა (აზმაიფარაშვილი) და თეა (ყიფშიძე) ასეთი რამ რომ განმაცდევინეთ!

 

დანარჩენს მერე მოვყვები. მონტეკარლოში ჭადაკის ევროპის პირველი დაჯილდოების ცერემონია ახლახანს დასრულდა, მე კი ვცდილობ სამახსოვრო ფოტოები გადავიღო ბავშვობის დროინდელ კუმირებთან…

 

მამაჩემი, რომელიც ჭადრაკის უდიდესი ქომაგი იყო ვიდრე მყავდა (13 წლის ასაკამდე) მოასწრო ჩემშიც ჩაენერგა იგივე დამოკიდებულება, ამიტომ დღეს ის ყველაზე ბედნიერი და ამაყი იქნებოდა ჩემით…” - წერს ჰიმნის ავტორი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი