logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთი მხარს არ დაუჭერს NATO-ს გეგმას ბალტიის ქვეყნებთან დაკავშირებით, თუ...
- +

3 დეკემბერი. 2019. 12:27

 

„თურქეთი მხარს არ დაუჭერს NATO-ს გეგმას ბალტიის ქვეყნების თავდაცვასთან დაკავშირებით, თუ ალიანსი ტერორისტებად არ აღიარებს იმ ძალებს, რომლებსაც თურქეთი ებრძვის“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ლონდონში გამგზავრებამდე განაცხადა.

 

„გუშინ პოლონეთის პრეზიდენტს ვესაუბრე და მან მკითხა, დავუჭერდი თუ არა მათ მხარს. მე ვუთხარი, სიამოვნებით, ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ და განვიხილოთ ეს თემები... მაგრამ, თუ ჩვენი მეგობრები ალიანსიდან არ აღიარებენ მათ ტერორისტულ ორგანიზაციებად, ვისაც ჩვენ ვაღიარებთ და ვებრძვით, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ არც ერთ ნაბიჯს, რომელიც იქ განიხილება“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

შეგახსენებთ, 3 და 4 დეკემბერს ბრიტანეთის დედაქალაქში NATO-ს სამიტი იმართება, სადაც მრავალ სხვა საკითხთან ერთად ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას განიხილავენ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი