logo_geo
მწერალმა მილან კუნდერამ 40 წლის შემდეგ ჩეხეთის მოქალაქეობა მიიღო
- +

3 დეკემბერი. 2019. 18:05

 

მწერალმა მილან კუნდერამ 40 წლის შემდეგ ჩეხეთის მოქალაქეობა მიიღო, რომელიც მას მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში ჩეხეთის ელჩმა მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა მილან კუნდერას, საფრანგეთში, საცხოვრებელ სახლში პირადად მიუტანა.

 

კუნდერამ ჩეხეთი 1975 წელს დატოვა და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი ყველაზე ცნობილი წიგნები გამოსცა.

 

90 წლის მილან კუნდერა საფრანგეთში მარტო ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხშირად სტუმრობს სამშობლოს და არასდროს აქვს კომუნიკაცია ჟურნალისტებთან.

 

1968 წელს, პრაღის გაზაფხულის შემდეგ, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში კუნდერას წიგნები აკრძალული იყო.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი