logo_geo
საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა იგეგმება
- +

5 დეკემბერი. 2019. 11:38

 

საფრანგეთში, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები და გაფიცვა იგეგმება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

საზოგადოების პროტესტი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მოჰყვა, რომელიც ქულათა სისტემის შემოღებას გულისხმობს და დასაქმებულთა პენსიაზე გასვლის ასაკის მატებას ან შემცირებულ პენსიას ითვალისწინებს.

 

საყოველთაო გაფიცვებში პოლიციის, საავადმყოფოების, აეროპორტების, სკოლების და სატრანსპორტო კომპანიების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას.

 

საზოგადოებრივი კვლევა, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენებს, რომ მოსახლეობის 69% მხარს უჭერს გაფიცვას.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი