logo_geo
ანგელა მერკელი: დიპლომატები იმის გამო გავაძევეთ, რომ რუსეთი ამ მკვლელობის გამოძიებაში არ გვეხმარება
- +

5 დეკემბერი. 2019. 11:38

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გერმანიის მიერ ორი რუსი დიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

გერმანიის კანცლერის განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში მოსკოვი გერმანიას არ დაეხმარა.

 

„შესაბამისი ზომები მივიღეთ, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ამ მკვლელობის გამოძიებაში დახმარება ვერ ვიხილეთ“, - განაცხადა მერკელმა.

 

გერმანიის საგარეო უწყებამ ბერლინში მოკლულ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

 

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის გადაწყვეტილება „არამეგობრული და დაუსაბუთებელი ნაბიჯია, რასაც მოსკოვის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვება“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი