logo_geo
დონალდ ტრამპი: სიცრუეა, რომ საუდის არაბეთში 12 ათას სამხედროს ვგზავნით
- +

6 დეკემბერი. 2019. 13:04

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ საუდის არაბეთში 12 ათასი სამხედროს გაგზავნას გეგმავს, სიცრუეა.

 

შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „Twitter“-ზე გააკეთა.

 

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენ საუდის არაბეთში 12 ათას სამხედროს ვგზავნით, არასწორია. უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, ეს არის ყალბი ამბავი“, - დაწერა ტრამპმა.

 

მანამდე, ტელეკომპანია „CNN“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის თავდაცვის სამინისტრო საუდის არაბეთში ამერიკელი სამხედროების გაგზავნას გეგმავდა.

 

big_banner
არქივი