logo_geo
დონალდ ტრამპი: რატომ სესხულობს მსოფლიო ბანკი ჩინეთს ფულს? მას ისედაც ბევრი ფული აქვს, შეწყვიტეთ
- +

7 დეკემბერი. 2019. 11:50

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო ბანკს მოუწოდებს, ჩინეთს სესხის მიცემა შეუწყვიტოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

„რატომ სესხულობს მსოფლიო ბანკი ჩინეთს ფულს? ჩინეთს ისედაც ბევრი ფული აქვს, შეწყვიტეთ“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

 

მსოფლიო ბანკმა ხუთშაბათს ჩინეთის დახმარების გეგმა მიიღო, რომელიც 2025 წლის ჩათვლით ყოველწლიურად 1-დან 1,5 მილიარდ აშშ დოლარამდე ოდენობის დაბალპროცენტიანი სესხის გაცემას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, მსოფლიო ბანკი ჩინეთს წინა 5-წლიანი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ 1,8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას უმცირებს.

 

მსოფლიო ბანკი ჩინეთისთვის სესხის შემცირების მიზეზს განმარტავს და აღნიშნავს, რომ მომავალში ის კიდევ ნაკლები სესხის გამოყოფას აპირებს.

 

„ჩვენს მოწილეებთან, მათ შორის აშშ-სთან შეთანხმების საფუძველზე, მსოფლიო ბანკმა ჩინეთს სესხი მკვეთრად შეუმცირა და ეს შემცირება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან როდესაც ქვეყნები მდიდრდებიან, ჩვენ მათ დაფინანსებას ვუწყვეტთ“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი