logo_geo
საფრანგეთში 23 ათასი წლის ქანდაკება იპოვეს
- +

7 დეკემბერი. 2019. 12:34

 

საფრანგეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ამიენის მახლობლად გვიანი პალეოლითის ხანის (40-12 ათასი წელი ძვ. წ.) ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის რომაული ქალღმერთის, ვენერას ქანდაკება იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ პრევენციული არქეოლოგიური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი (INRAP) ავრცელებს.

 

„4 სანტიმეტრის სიმაღლის ფიგურა გვიანი პალეოლითის გრავეტის კულტურას წარმოადგენს. ის 23 ათასი წლისაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

მეცნიერთა განცხადებით, ქანდაკების ასაკი მათ რადიონახშირბადული ანალიზის საშუალებით დაადგინეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი