სირიის სამთავრობო ძალებისა და რუსეთის მიერ სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში შაბათს განხორციელებული ავია იერიშების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 8 ბავშვია.
აღნიშნული თავდასხმები იდლიბის რეგიონის 5 სოფელზე განხორციელდა.
რუსეთმა და თურქეთმა, რომლებიც მხარს უჭერს სირიის ოპოზიციას და იდლიბში ჯარები ჰყავს განლაგებული სირიის ჩრდილო – დასავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის აგვისტოში მიაღწიეს, თუმცა თავდასხმები დღემდე არ წყდება.