logo_geo
სირიაში ავიაიერიშებს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 8 ბავშვია
- +

8 დეკემბერი. 2019. 11:21

 

სირიის სამთავრობო ძალებისა და რუსეთის მიერ სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში შაბათს განხორციელებული ავია იერიშების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 8 ბავშვია.

 

აღნიშნული თავდასხმები იდლიბის რეგიონის 5 სოფელზე განხორციელდა.

 

რუსეთმა და თურქეთმა, რომლებიც მხარს უჭერს სირიის ოპოზიციას და იდლიბში ჯარები ჰყავს განლაგებული სირიის ჩრდილო – დასავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის აგვისტოში მიაღწიეს, თუმცა თავდასხმები დღემდე არ წყდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი