logo_geo
ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
- +

9 დეკემბერი. 2019. 10:47

 

„თეთრ კუნძულზე“, ახალ ზელანდიაში, ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ რეგიონის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ვულკანის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 2:30 საათზე დაიწყო.

 

„რამდენიმე ადამიანი დაშავებულია და ახლა აქცენტი მათ უკან დაბრუნებასა და ჰოსპიტალიზაციაზე კეთდება,“- განაცხადა რეგიონის მერმა ჯუდი თერნერმა.

 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ვულკანის შედეგად ძლიერი კვამლი წარმოიქმნა და ახლომდებარე ტერიტორია, სავარაუდოდ, ვულკანურმა ფერფლმა დააზიანა.

 

დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ონლაინ საინფორმაციო ჯგუფის, Stuff-ის ინფორმაციით, „თეთრ კუნძულზე“ 20-მდე ადამიანი იმყოფება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი