logo_geo
რუსეთს ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა
- +

9 დეკემბერი. 2019. 15:17

 

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება.

 

ინფორმაციას WADA-ს პრესსამსახური ავრცელებს.

 

„შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაცია ერთხმად დაკმაყოფილდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

WADA-ს შესაბამისობის კომიტეტმა რუსეთის სპორტული ნაკრებების დისკვალიფიკაციის რეკომენდაცია 26 ნოემბერს გასცა. კომიტეტის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტო არ შეესაბამება პატიოსნების დადგენილ სტანდარტს.

 

რა აეკრძალა რუსეთს:

 

რუსეთის დროშა არ უნდა აღიმართოს მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე;

 

აეკრძალოს რუსეთის ნაკრებს მონაწილეობა მაღალი რანგის, მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც დაამტკიცებენ სისუფთავეს, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები;

 

რუსეთის სახელმწიფო ჩინოვნიკებსა და წარმომადგენლებს ოთხი წლით აეკრძალოს მონაწილეობა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში. აეკრძალოს მონაწილეობა ნებისმიერ შეჯიბრში, რომელიც ორგანიზებულია ქვეყნის მიერ, რომელიც ხელს აწერს ანტიდოპინგურ კოდექსს;

 

ოთხი წლის ვადით აეკრძალოს რუსეთს ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობა და განაცხადის შევსება მასპინძლობაზე.

 

უკვე წლებია, რაც რუსეთთან მიმართებაში დოპინგური სკანდალი გრძელდება. ე.წ. რუსეთის დოპინგის სკანდალის გამო, რუსეთის ოლიმპიური ნაკრებს აეკრძალა მონაწილეობა სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე.

 

 

 

big_banner
არქივი