logo_geo
ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა
- +

10 დეკემბერი. 2019. 11:32

„ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულია 5 და დაკარგულია 8 ადამიანი“, - ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

 

გამოცემის ცნობით, მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელთაგან 31 კვლავ საავადმყოფოში რჩება.

 

ტურისტები კუნძულიდან ნავისა და ვერტმფრენის საშუალებით გაიყვანეს. სახიფათო მდგომარეობის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურები ტერიტორიამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მაშველებმა კუნძულის თავზე ვერტმფრენით სადაზვერვო გადაფრენა განახორციელეს, თუმცა იქ სიცოცხლის ნიშანი ვერ აღმოაჩინეს.

 

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის დროს კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა.

 

თეთრი კუნძული, რომელსაც ვაკაარისაც უწოდებენ, ქვეყნის ყველაზე აქტიური ვულკანია, მიუხედავად ამისა, მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი