logo_geo
პერუს ჩრდილოეთ პროვინციაში სტიქიამ ათამდე სახლი და ხიდი გაანადგურა
- +

10 დეკემბერი. 2019. 12:24

პერუს ჩრდილოეთ პროვინციაში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერული პროცესი გამოიწვია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

 

სტიქიამ სულ მცირე ათამდე საცხოვრებელი სახლი და ხიდი გაანადგურა.

 

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ადიდებულმა მდინარემ გზებიც დატბორა, რის გამოც 300-მდე მცხოვრები ადმინისტრაციული ცენტრისგან იზოლირებული აღმოჩნდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი